ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების - „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“ ფონზე დადო- Reuters | Allnews.Ge

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების - „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“ ფონზე დადო- Reuters

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

Reuters-ის ცნობით, ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.

„ისინი, ვინც იარაღს მათ აწვდიან, რომლებიც ბავშვებს კლავენ, მუსლიმებს კაცობრიობის შესახებ ვერ ასწავლიან“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.