ერდოღანმა ბავშვს მსუბუქი სილა გააწნა, მას შემდეგ, რაც ბიჭუნამ ხელზე არ აკოცა - მოგვიანებით კი ფული აჩუქა (ვიდეო) | Allnews.Ge

ერდოღანმა ბავშვს მსუბუქი სილა გააწნა, მას შემდეგ, რაც ბიჭუნამ ხელზე არ აკოცა - მოგვიანებით კი ფული აჩუქა (ვიდეო)

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი რი­ზეს პრო­ვინ­ცი­ა­ში ეი­დერ პლა­ტოს დაც­ვი­სა და გა­ნახ­ლე­ბის პრო­ექ­ტის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და, რო­დე­საც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდა და ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ზო­გი­ერთ მათ­განს ბი­ნის გა­სა­ღე­ბი გა­დას­ცა. ერთ მო­მენ­ტში სცე­ნა­ზე ორი ბავ­შვი ავი­და პრე­ზი­დენ­ტთან მი­სა­სალ­მებ­ლად და გა­სა­ღე­ბის გა­მო­სარ­თმე­ვად. ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ზე ჩანს, რომ ბავ­შვს ერ­დო­ღა­ნი ხელს უწ­ვდის, რათა ეს უკა­ნას­კნე­ლი ეამ­ბო­როს, მაგ­რამ ბავ­შვი პრე­ზი­დენტს უყუ­რებს და ხელ­ზე არ ჰკოც­ნის.ამის შემ­დეგ კი ჩანს, რომ ერ­დო­ღა­ნი მსუ­ბუ­ქად, თუმ­ცა მა­ინც, ლო­ყა­ზე სი­ლას აწ­ნის ბი­ჭუ­ნას. ბო­ლოს ბი­ჭუ­ნა ხელ­ზე ჰკოც­ნის პრე­ზი­დენტს. ვი­დე­ომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია..