ვინ არის რეკორდსმენი მოცურავე, რომელიც გარეგნობის გამო სუპერ პოპულარული გახდა
შეიძლება ითქვას, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადამ სხვა აღმოჩენებთან ერთად, იტალიელი მოცურავე, თომას ცეკონი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.
ცეკონს ჯერჯერობით ორი მედალი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული, თუმცა 23 წლის იტალიელი მოცურავე უფრო პოპულარული მისი აღნაგობისა და გარეგნობის გამო გახდა. მას "ღმერთკაცსაც" კი უწოდებენ.
შაბათს ცეკონიმ და მისმა გუნდმა თავისუფალ სტილში გამოსვლისას მესამე ადგილი აიღო. სწორედ მედლების გადაცემისას მოექცნენ ისინი ყურადღების ცენტრში.
განსაკუთრებული აქცენტი თომას ცეკონიმ დაუმსახურა. TikTok-ზე კი ნამდვილ სუპერ ვარსკვლავად იქცა.
“თითქოს მოდელები იყვნენ“, - წერს People.
ორი დღის შემდეგ, ორშაბათს, ცეკომინ 100 მეტრზე ზურგზე ცურვისას თავისი პირველი ოქრო მოიპოვა.
"წყალში სიჩქარის, მონდომების და სიმაღლის გამო, ისინი მას "ზვიგენს" ეძახიან. 1.97 სიმაღლით, ძნელია აუზში არ გამოირჩეოდე", - იუწყება იტალიური ტელევიზია RAI. იხილეთ სრულად