ომი რუსეთში: კურსკში უკრაინის ყველაზე ძლიერი ბრიგადა შევიდა - "ახმატის" მეთაურის უცნაური განცხადება და "ვაგნერელების" უარი ბრძოლაში ჩართვაზე | Allnews.Ge

ომი რუსეთში: კურსკში უკრაინის ყველაზე ძლიერი ბრიგადა შევიდა - "ახმატის" მეთაურის უცნაური განცხადება და "ვაგნერელების" უარი ბრძოლაში ჩართვაზე

კურსკისკენ ბრძოლებში მესამე უკრაინული ბრიგადაც ჩაერთო-ეს უკვე ფრონტის ახალი ხაზია...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ჯავშანტექნიკა, მათ შორის ამერიკული Stryker-ის ტიპის ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორებიც უკვე გამოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გზებზე...

ეს კი იმას ნიშნავავს, რომ უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაც შეუერთდა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მანამდე შეჭრილ 22-ე და 88-ე მექანიზირებულ ბრიგადებს, რის შემდეგაც(სხვადასხვა უკრაინული სპეცრაზმებისა და დამხმარე დანაყოფების ჩათვლით) ამ მომენტისთვის ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის ერთი ნაწილის ოკუპაციას თითქმის 10 ათასამდე უკრაინელი და სხვა ქვეყნების მოხალისე მებრძოლები ახორციელებენ...

ეს კი უკვე აღარ არის მხოლოდ სადაზვერვო-დივერსიული სპეცოპერაცია ,ის საერთო საჯარისო სახის ოპერაციაში გადაიზარდა, მით უმეტეს, რომ უკვე დაპყრობილ რუსულ ქალაქ სუჯასთან უკრაინულმა დანაყოფებმა დაიწყეს საფორტიფიკაციო ზღუდეების აგება, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სერიოზულად აპირებს რუსეთთან სამწლიან ომში არსებული ფრონტის ხაზის დაგრძელებას და თანაც თავად რუსეთის ტერიტორიაზე...

გარდა ამისა, მოსალოდნელია,რომ უკრაინულმა დანაყოფებმა სცადონ იგივეს გამეორება კურსკის მეზობელ(აღმოსავლეთით) ბელგოროდის და ბრიანსკის(დასავლეთით) ოლქების მიმართულებებზეც...

1-kkk-1723191379-1723275151.png

რუსეთის კურსკის ოლქში დაწყებული უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია საერთო საჯარისო საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა...

რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინის სამხედრო დაზვერვას პროქსი ძალების გამოყენებით უკვე აქვს ორჯერ განხორციელებული რამდენიმედღიანი სადაზვერვო-დივერსიული რეიდები და შესაბამისი გამოცდილებაც დაუგროვდა, თუმცა თავის მხრივ, სწორედ ამიტომაც ბელგოროდის ოლქში სასაზღვრო ზოლი რუსებს უფრო გამაგრებული აქვთ.

სამაგიეროდ, ბრიaნსკის ოლქს ჯერ არ უნახია, რა არის ომი და მის საზღვართან, კურსკის ოლქისა არ იყოს, არ უნდა იყოს სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები მოწყობილი და მით უმეტეს ბრძოლისუნარიანი რუსული დანაყოფები თავმოყრილი, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მთელი სამხედრო რესურსების მობილიზაციას რუსეთის გენშატაბი ფრონტის აღმოსავლეთ უბანზე, პაკროვსკის მიმართულებაზე ახდენდა...

მეოთხე დღეა უკრაინის საარმიო დანაყოფები ოკუპანტის ოკუპაციას ახორციელებენ, თუმცა პარალელურ რეჟიმში, სერიოზულ საჰაერო დარტყმებსაც აყენებენ, როგორც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ რუსი ოკუპანტების სამხედრო ობიექტებს, ისე თავად რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებსაც...

8-9 აგვისტოს ღამეს, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სერიოზული საჰაერო დარტყმები მიაყენეს უკრაინის საზღვრიდან 300-იოდე კმ-ით დაშორებულ ლიპეცკის საჰაერო ბაზას, სადაც ფუნქციონირებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების „მფრინავების შემადგენლობის გადამზადებისა და საბრძოლო გამოყენების მე-4 ცენტრი“ ანუ ის ძალზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი,სადაც ხდება რუსი სამხედრო მფრინავების საბრძოლო მოქმედებებისთვის(საჰაერო ბრძოლებისთვის,სახმელეთო დაბომბვებისთვის) მაღალ დონეზე გადამზადება. იხილეთ სრულად