მორიგი ეპიდემიის საფრთხე? - ევროპაში ახალი, “ზარმაცას“ ვირუსის 19, მსოფლიოში კი 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი
ევროპაში პირველად დაფიქსირდა დამღუპველი ვირუსი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ზარმაცასგან წარმოიქმნა და მწერები, მათ შორის კოღოები ავრცელებენ.
ევროპის დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში “ოროპუშის ცხელება“ 19 ადამიანში დაფიქსირდა.
უშუალოდ “ოროპუშის ცხელება“ არის ტროპიკული ვირუსული ინფექცია. ის ადამიანებზე გადადის კოღოების ნაკბენით, ასევე ვრცელდება ბუნებრივი რეზერვუარიდან, სადაც ზარმაცები ცხოვრობენ.
დაავადებას სახელი ეწოდა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც ის პირველად 1955 წელს აღმოაჩინეს და ტრინიდადსა და ტობაგოში მდებარე მდინარე ოროპუშესთან მცხოვრები ადამიანები დაინფიცირდნენ.
“ზარმაცას ვირუსის“ თორმეტი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, ხუთი იტალიაში და ორი გერმანიაში. აღსანიშნავია, რომ იმ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, არ არსებობს. ექსპერტების თქმით, აღნიშნული ინფექცია პოტენციურად მომაკვდინებელი ზიკა და დენგე ვირუსების ოჯახიდან მოდის. იხილეთ სრულად