ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - "მუკბანგის" ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა? | Allnews.Ge

ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - "მუკბანგის" ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა?

ახალ­გაზ­რდა კო­რე­ე­ლი იუ­თუ­ბე­რი უზარ­მა­ზარ თეფ­შზე და­დე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­ხის საკ­ვებს მი­ირ­თმევს, ეს იმ­დე­ნად ბევ­რი საჭ­მე­ლია, რომ პა­ტა­რა ოჯახს გა­მოკ­ვე­ბავ­და, მაგ­რამ ინფლუ­ენ­სე­რი ამ კერ­ძე­ბის სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას არ აპი­რებს.

გამ­ხდა­რი ქალი ბოკი თა­ვის არხზე, Eat With Boki ატ­ვირ­თულ ვი­დე­ო­ში, უზარ­მა­ზარ ჭიქა კოკა-კო­ლას სვამს და შემ­დეგ ატ­რი­ის ჭა­მას იწყებს.

boki2-52613-1723880583.jpg

ათი უწყვე­ტი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოკი პირ­ში ლუკ­მებს იყ­რის, საჭ­მელს ხმა­უ­რი­ა­ნად ხვრეპს, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოს­დის, რომ წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი თით­ქმის არ და­ეს­ვა­როს.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც თეფ­ში იც­ლე­ბა, კა­მე­რას უყუ­რებს და თა­ვი­სი ათი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რის­თვის აცხა­დებს: "ყვე­ლა­ფე­რი და­ვამ­თავ­რე! კარ­გად ვჭა­მე. ნახ­ვამ­დის."

კო­რე­უ­ლი სი­ტყვე­ბის "ჭამა" (meokneun) და "ტრანსლა­ცია" (bangsong) კომ­ბი­ნა­ცი­ით, "მუ­კბან­გი" ინფლუ­ენ­სე­რებს გუ­ლის­ხმობს, რომ­ლე­ბიც კა­მე­რის წინ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს მი­ირ­თმე­ვენ და გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ამის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

pani-52598-1723880598.jpg

ისი­ნი ამას იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ ეს მომ­გე­ბი­ა­ნია, ათა­სო­ბით "მუ­კბან­გე­რი" YouTube-სა და TikTok-ზე მე­ტო­ქე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლებს იზი­დავს. ზო­გი­ერ­თი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­ლი­ო­ნე­რია.

მაგ­რამ ამ ობ­სე­სი­ას ბნე­ლი მხა­რეც აქვს. გა­სულ თვე­ში ჩი­ნე­ლი “მუ­კბან­გე­რი” პან სი­ა­ო­ტინ­გი 22 ფუნ­ტი (10 კგ) საკ­ვე­ბის ჭა­მის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. 24 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, კუ­ჭის "გა­ხე­ვის" გამო და­ი­ღუ­პა.

სი­ა­ო­ტინ­გი პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ი­კე­ცა, იმ დრო როცა შო­კო­ლა­დის ტორ­ტს, ქათ­მის ნა­გეთ­სებს და ზღვის პრო­დუქ­ტებს მი­ირ­თმევ­და.

ჩი­ნეთ­მა ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი უკვე აკ­რძა­ლა, მაგ­რამ ავ­ტო­რი­ტა­რულ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­საც კი არ შე­უძ­ლია, შე­ა­ჩე­როს სი­ა­ო­ტინ­გი და სხვე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლის­გან (ნაც­ვლად იმი­სა, რომ ვი­დე­ო­ე­ბი ჩა­წე­რონ და შემ­დგომ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ).“მუ­კბან­გი” სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩი­ნე­თი­სა და აზი­ის მიღ­მაც, ის აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთ­შიც ვრცელ­დე­ბა - ახლა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ამ ფე­ნო­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მებს იღებს.

ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ლექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ენ­დრიუ ჰა­რის­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლა: "მუ­კბან­გის ვი­დე­ო­ე­ბი მოხ­მა­რე­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად, ჭარ­ბი ჭა­მის ან საკ­ვებ­თან არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ციკლს აძ­ლი­ე­რებს". იხილეთ სრულად