უკრაინამ კურსკის რეგიონში არსებული ძირითადი ხიდები გაანადგურა - რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?
უკრაინამ რუსეთში, კურსკის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი, საკვანძო მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა და დაარტყა მიმდებარედ მდებარე მეორე ხიდსაც. ამან რუსეთის გადაადგილების მარშრუტები შეაფერხა და შესაძლოა ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებდეს, რომ რუსი ჯარები რეგიონში დარჩებიან.
Associated Press-ის ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ პირველი ხიდის განადგურება, რომელიც ქალაქ გლუშკოვოს მახლობლად მდინარე სეიმს კვეთდა, შეაფერხებს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული ჯარების რეგიონში ჩაყვანას. თუმცა, მოსკოვს მაინც შეეძლო რეგიონში არსებული პატარა ხიდების გამოყენება.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა პარასკევს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინის საჰაერო თავდასხმის შედეგად ხიდი ნადგურდება. გარდა ამისა, ოლესჩუკისა და რუსეთის რეგიონის გუბერნატორის, ალექსეი სმირნოვის თქმით, ორი დღის შემდეგ უკრაინელმა ჯარებმა მეორე ხიდს დაარტყეს.
რუსული პროექტის Mash-ის ცნობით, თავდასხმების შედეგად მხოლოდ ერთი ხელუხლებელი ხიდი დარჩა.
“უკრაინის დარტყმები კიდევ უფრო გაართულებს მოსკოვის მცდელობებს კურსკში თავისი ძალების გაძლიერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობებისთვის,“ - წერს გამოცემა.
გლუშკოვო უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 12 კილომეტრში და კურსკის რეგიონის მთავარი საბრძოლო ზონის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს.
ზვანოე კი ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობს. იხილეთ სრულად