დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს- ავსტრალიაში ახალი კანონი მიიღეს
ავსტრალიაში ძალაში შევიდა "კავშირის გაწყვეტის უფლების" წესი, რომელიც შვებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები არიან, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დამსაქმებლების ზარებს უპასუხონ ან მათი შეტყობინებები წაიკითხონ.
ახალი კანონი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, უფროსების მხრიდან დასჯის შიშის გარეშე, უგულებელჰყონ კომუნიკაცია სამუშაო საათების შემდეგ.
მსგავსი წესები 20-ზე მეტ ქვეყანაშია შემოღებული, ძირითადად ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.