გაიკეთა თუ არა ბრედ პიტმა სახის გადაჭიმვის ოპერაცია - მსოფლიო პრესა მსახიობის შესაძლო პლასტიკურ ოპერაციაზე წერს
„ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე“ ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ერთობლივი ფილმის, Wolfs პრემიერა შედგა. 60 წლის პიტის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე ნამდვილ სენსაციად იქცა. ინტერნეტსივრცე მისი ფოტოებითა და ვიდეოებითაა აჭრელებული.
ყველა აღნიშნავს, რომ პიტი 60 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა მისმა უკანასკნელმა გამოჩენამ მაინც გამოიწვია მითქმა-მოთქმა.
მედია წერს, რომ მსახიობმა კინოფესტივალისთვის სახე გადაიჭიმა. აღსანიშნავია, რომ ინიექციური კოსმეტოლოგიის გამოყენებისთვის გასულ წელსაც აუგორეს ჭორები.
ვარაუდობენ, რომ მსახიობს სახის ლიფტინგის ოპერაცია აქვს გაკეთებული. სპეკულაციები ამის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პლასტიკურმა ქირურგმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და მსახიობის გარეგნული ცვლილებები განიხილა. იხილეთ სრულად