ვინ არის მილიონერი, რომელიც მაწანწალად იქცა და თავზე ჭერი არ აქვს? – ყოფილი არისტოკრატის დაუჯერებელი ცხოვრება და ერთადერთი შვილის ნატვრაში გატარებული დღეები | Allnews.Ge

ვინ არის მილიონერი, რომელიც მაწანწალად იქცა და თავზე ჭერი არ აქვს? – ყოფილი არისტოკრატის დაუჯერებელი ცხოვრება და ერთადერთი შვილის ნატვრაში გატარებული დღეები

მარიანა ფრიდმან-ფუტის ყოველი დღე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში იწყება და მთავრდება, საძილე ტომარაში. სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული პარკ-ავენიუზე მდებარე 10 მილიონი დოლარის ღირებულების სახლიდან, რომელშიც გაიზარდა. 63 წლის მარიანა ერთ დროს მაღალი წრის წარმომადგენელი იყო, მანჰეტენზე გავლენიანი ბიზნესმენის მემკვიდრე და შვილიშვილი. მოსამსახურეები ჰყავდა, ბალეტზე და პრესტიჟულ კერძო სკოლაში დადიოდა. მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება დაღმა დაეშვა, ქონება და სიმდიდრე თვალსა და ხელს შუა გაუქრა, გადაიტანა დეპრესია, ნარკომანია, აგვისტოში კი უკანასკნელი საცხოვრებლიდანაც გამოაგდეს. ახლა ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში აღამებს და წარსულ დღეებს იხსენებს...

“გავიზარდე სახლში უშველებელი დარბაზით. მართლაც ხდება ცხოვრებაში ბევრი ნაგავი, არა?” – ამბობს მარიანა, რომელიც მეორე ქმართან ერთად პარკის ჩრდილოეთ ნაწილში დაბანაკდა – ნივთებს ნაგვის პაკეტებში ინახავენ და ძველისძველ მატრასებზე წვანან, საძილე ტომრებში გახვეულები.

22a203413c55f411ff94c3024e61fd56-1725303670-1725527362.jpg

მარიანა პარკ-ავენიუზე გაიზარდა, 370 კვადრატული მეტრის ფართის ულამაზეს სახლში. ახლა მისი ბინა 10 მილიონი დოლარი ღირს, თუმცა დედის გარდაცვალების შემდეგ 3 მილიონ დოლარად მოუწია გაყიდვა. ფული დასთან ერთად დახარჯა.

გოგონები ცნობილი მეწარმის ისიდორა კაპლანის შვილიშვილები და მემკვიდრეები იყვნენ, თუმცა მარიანას ცხოვრება მეტისმეტად ცუდად წავიდა. იხსენებს, რომ დედასაც ხშირად ჰქონდა დეპრესია. ხანდახან გარდერობის ოთახში შეიკეტებოდა, ფეხებს მოიკეცავდა და იჯდა ასე გაშეშებული დიდხანს. იხილეთ სრულად