ვინ იყო გიგანტური ქალი, რომელმაც გოლიათი ბავშვები გააჩინა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ იცოცხლა - დედოფალ ვიქტორიას ფავორიტი წყვილის ტრაგიკული ცხოვრება | Allnews.Ge

ვინ იყო გიგანტური ქალი, რომელმაც გოლიათი ბავშვები გააჩინა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ იცოცხლა - დედოფალ ვიქტორიას ფავორიტი წყვილის ტრაგიკული ცხოვრება

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მსოფ­ლი­ო­ში ორი გი­გან­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. მათ­მა სი­მაღ­ლემ ზრდას­რულ ასაკ­ში 2,40 მეტრს მი­აღ­წია. ერ­თმა­ნე­თი ცირ­კში გა­იც­ნეს და იქორ­წი­ნეს. წყვი­ლი დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბო­და. სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რიც კი გა­უ­კე­თა, ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის სა­ხით. თუმ­ცა მათი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კულ მო­მენ­ტე­ბად მათი შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბა იქცა. ასე­ვე ანა და მარ­ტი­ნი უბ­რა­ლო ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში თავს გუ­ლი­ვე­რე­ბად გრძნობ­დნენ ლი­ლი­პუ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ისი­ნი ყვე­ლას თა­ვა­ზი­ა­ნად და სიყ­ვა­რუ­ლით ეპყრო­ბოდ­ნენ.

ანა სვო­ნის და­ბა­დე­ბა

1846 წელს მი­სის სვონს მე­სა­მე შვი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მი­ზე­ზი ბავ­შვის წონა იყო, რო­მე­ლიც 7 კგ-ზე მეტს იწო­ნი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ დედა-შვი­ლი გა­დარ­ჩა, ანას შემ­დეგ ქალს შვი­ლე­ბი კი­დევ შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ გი­გან­ტი მხო­ლოდ ანა აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა მისი მშობ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­მაღ­ლის შოტ­ლან­დი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი იყ­ვნენ.

1d4ceec049c666262dbcf79d8271ed82-cropped-666x649-54066-1725863383.png

4 წლის ასაკ­ში ანას სი­მაღ­ლე 137 სმ იყო, 6 წლის ასაკ­ში კი 157 სმ-მდე გა­ი­ზარ­და და დე­დას და­ე­წია სი­მაღ­ლე­ში. 11 წლის ასაკ­ში გო­გო­ნა 188 სმ იყო და 96 კგ-ს იწო­ნი­და. 15 წლის ასაკ­ში, მან უკვე 2 მეტრს 10 სმ-ს მი­აღ­წია. ანას პა­რა­მეტ­რე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მის სი­მაღ­ლეს­თან. გო­გო­ნას სწავ­ლა უყ­ვარ­და, თუმ­ცა 16 წლის ასაკ­ში რო­დე­საც ტე­ი­ლორ ბარ­ნა­უ­მის ცირ­კში მი­იწ­ვი­ეს, იგი უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხმდა. აღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რით ანა ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­დი­ო­და და რო­დე­საც მის­მა სი­მაღ­ლემ 243 სან­ტი­მეტრს მი­აღ­წია ის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ ქა­ლად აღი­ა­რეს.

ცირ­კის არე­ნა­ზე ანა თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობ­და. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა იყო და სუ­ლაც არ სცხვე­ნო­და თა­ვი­სი სი­მაღ­ლის. გა­მოს­ვლე­ბის დროს მან ად­ვი­ლად იპო­ვა სა­ერ­თო ენა მა­ყუ­რე­ბელ­თან. მარ­თა­ლია, უხერ­ხუ­ლო­ბას არ უქ­მინ­და სი­მაღ­ლე, მაგ­რამ ამის გამო კი­ნა­ღამ მოკ­ვდა, რო­დე­საც ცირ­კში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ყვე­ლა გა­იქ­ცა, ზოგი ფან­ჯრი­დან გა­დაძ­ვრა. რად­გან კი­ბე­ე­ბი ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ანამ იქამ­დე ვერ მი­აღ­წია და რომ არა დახ­მა­რე­ბა, ქალი ცო­ცხლად და­იწ­ვე­ბო­და.

ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ანა სახ­ლში წა­ვი­და, მაგ­რამ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ ცირ­კის გა­რე­შე ვერ გაძ­ლო და ისევ დაბ­რუნ­და. ეს იყო ბედი, რად­გან სწო­რედ იქ გა­იც­ნო თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი.

75bd85023e177239fbfb185cf3c0fb28-cropped-550x740-54049-1725863395.webp

ანას მო­მა­ვა­ლი ქმა­რი

მარ­ტინ ბე­იტ­სი 7 წლამ­დე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო, არც სი­მაღ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და არც სხვა რა­მით. მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სი­მაღ­ლე­ში ზრდა და­ი­წყო, ისე რომ 14 წლის ასაკ­ში ის 210 სმ სი­მაღ­ლის გახ­ლდათ და 140 კგ-ს იწო­ნი­და. სა­ბო­ლო­ოდ კი 232 სმ-მდე მი­აღ­წია, ანა მას­ზე მა­ღა­ლი იყო.

მარ­ტი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობ­და, ჯერ სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ჯარ­ში წა­ვი­და. გა­უ­მარ­თლა და ერთ დღე­საც ცირ­კის მე­ნე­ჯერ­მა შე­ამ­ჩნია, თა­ვი­დან იფიქ­რა, რომ იქ უფრო მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რო­გო­რი გა­უ­მარ­თლა. ეს იყო ბარ­ნა­უ­მის ცირ­კი, რო­მელ­შიც ანა უკვე მუ­შა­ობ­და. იხილეთ სრულად