პორტუგალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის, ერთი ქართველია - რა არის ცნობილი მის შესახებ და რისთვის იხდიდა სასჯელს? | Allnews.Ge

პორტუგალიის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის, ერთი ქართველია - რა არის ცნობილი მის შესახებ და რისთვის იხდიდა სასჯელს?

პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მქო­ნე ალ­კო­ენ­ტრეს ცი­ხი­დან ხუთი პა­ტი­მა­რი გა­იქ­ცა. რო­გორც "ევ­რო­ნი­უ­სი" წერს, პატიმ­რე­ბი 6-მეტ­რი­ან კე­დელ­ზე თო­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ცოც­დნენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გაქ­ცე­უ­ლებს შო­რის ერთი ქარ­თვე­ლი - შერ­გილ ფარ­ჯი­ა­ნია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს იყო კარ­გად და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გაქ­ცე­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რებს გა­რე­დან ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ცი­ხის კე­დელ­ზე ჩა­მოს­ვლა­ში. პა­ტიმ­რე­ბი ელოდ­ნენ იმ მო­მენტს, როცა მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი კონ­ცენ­ტრი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ ცი­ხე­ში მო­ნი­ტო­რინგზე და სწო­რემ ამ დროს, რამ­დე­ნი­მე წამ­ში მო­ა­ხერ­ხეს გაქ­ცე­ვა.

shergil-53926-1725884007.jpg

პო­ლი­ცია სხვა გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად შერ­გილ ფარ­ჯი­ა­ნის ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს. პა­ტიმ­რებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძე­ბენ