სად მიაქვთ ასიათასობით დოლარი, რომელიც შადრევანში გროვდება?
ტრევის შადრევანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ყოველწლიურად შადრევანში €1 მილიონზე მეტის თანხა გროვდება, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ფულს წყალში არავინ ტოვებს და მას სხვადასხვა მიზნით ხარჯავენ.
რომში, სპეციალური ჯგუფი შადრევანში გადაყრილ მონეტებს კვირაში ორჯერ აგროვებს. თანხა კი ქველმოქმედებაში იხარჯება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს შადრევნიდან დაახლოებით 1,55 მილიონი დოლარი შეგროვდა. თანხა კარიტასის ოფისში მიაქვთ, სადაც გასაშრობად უზარმაზარ მაგიდაზე ათავსებენ. შემდეგ მონეტები გადაეცემა კარიტასს, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია მართავს. ის ფულს იყენებს რომში კვების ბანკის, სამზარეულოს და კეთილდღეობის პროექტების დასაფინანსებლად. იხილეთ სრულად