რაკეტების წვიმა, საგანგებო თათბირი მიწისქვეშა ბუნკერიდან... - ისრაელი დიდი პასუხისთვის ემზადება: რას ჰყვება იქ მყოფი ქართველი?
ირანმა ისრაელისკენ დაახლოებით 181 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის მასშტაბით 1800 სარაკეტო განგაშის სიგნალი დაფიქსირდა. ისრაელის მედიის ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ იერიხოში რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად პალესტინელი მუშა დაიღუპა. სხვა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
Magen David Adom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი ბინმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმისას პირდაპირი დარტყმა მოხდა ერთ-ერთ შენობაზე, ჩრდილოეთ თელ-ავივში. ამ დროის მონაცემებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას "შედეგები მოჰყვება“."უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილში, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ“, - განაცხადა ჰაგარიმ.
მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ისრაელის მიმართ ირანის მხრიდან დამატებითი საფრთხეები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო თავდასხმა დასრულდა.
"თავდაცვის დროს საკმაოდ ბევრი [რაკეტა] ჩამოვაგდეთ. რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში… ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვახდენთ [თავდასხმის] შეფასებას, მსხვერპლის შესახებ არ ვიცით“, - განაცხადა ჰაგარიმ. იხილეთ სრულად