ჰამბურგის მთავარი სადგური სასწრაფოდ დაიკეტა, მომაკვდინებელი ვირუსის შესაძლო არსებობის გამო - რა არის ცნობილი "ებოლას" მსგავს მარბურგის ვირუსზე?
ოთხშაბათს ჰამბურგის მთავარი სადგურის გარკვეული ნაწილი გადაკეტილი იყო ორი მგზავრის გამო, რომლებიც სავარაუდოდ მაღალი ლეტალობის მქონე მარბურგის ვირუსით იყვნენ დაავადებული.
საგანგებო ეკიპაჟი, რომელთაც სრულად დაცული აღჭურვილობა ეცვათ ფრანკფურტიდან ჩამოსულ მატარებელში შევიდნენ და დახმარება გაუწიეს 26 წლის სტუდენტს და მის შეყვარებულს, რომლებსაც გრიპის მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ოთხშაბათს დილით რუანდიდან ჩამოვიდა გერმანიაში და პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ჰემორაგიული ცხელებით ინფიცირებულ პაციენტთან. ეს დაავადება იმავე ოჯახიდან არის, საიდანაც ებოლა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 90 პროცენტს აღწევს.
დანარჩენი მგზავრები მატარებლიდან გაიყვანეს და ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მათგან ერთ-ერთმა, სავარაუდო მარბურგის ვირუსით დაავადებულმა მგზავრმა მატარებელში ღებინება დაიწყო.
"შემდეგ მან ჩვენთან დარეკა, რადგან ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - განუცხადა ჰამბურგის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს.
წყვილი სამკურნალოდ გადაყვანილი იქნა ეპენდორფის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, რომელიც ცნობილია ტროპიკული დაავადებების მკურნალობის მიმართულებით. იხილეთ სრულად