რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მარბურგის ცხელების შესახებ ვკითხულობთ:
მარბურგის ცხელება
1. ზოგადი მიმოხილვა - მარბურგის ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული ინფექციაა, რომელიც მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, ფატალურად მთავრდება. ამ დაავადების დიდი აფეთქებები დიწყო ერთდროულად მარბურგში, ფრანკფურტში (გერმანია) და ბელგრადში (სერბია) 1967 წელს. ეს აფეთქებები უკავშირდებოდა ლაბორატორიულ საქმიანობას, რომელშიც იყენებდნენ უგანდიდან შეყვანილ მწვანე მაიმუნებს (Cercopithecus aethiops). შემდგომში დაფიქსირდა აფეთქებები და სპორადული შემთხვევები ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკაში (პაციენტი ავად გახდა ზიმბაბვეში მოგზაურობის შემდეგ) და უგანდაში. სიკვდილიანობა ამ აფეთქებების დროს მერყეობდა 24%-დან 88%-მდე.
მარბურგის ცხელების გამომწვევი ენათესავება ებოლას ვირუსს. ეს ორი დაავადება კლინიკურად მსგავსია, ორივე იშვიათია, აქვთ უნარი გამოიწვიონ დიდი აფეთქება, ახასიათებთ მაღალი ლეტალობა.
საქართველოში მარბურგის ცხელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.
2. გამომწვევი აგენტი - მარბურგის ვირუსი ფილოვირუსების (Filoviridae) ოჯახის წევრია.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც უვლიან მარბურგის ცხელების მქონე პირებს, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შესაძლებელია დაავადებულ გარეულ ცხოველებთან (ღამურები და პრიმატები) კონტაქტის შედეგადაც. იხილეთ სრულად