Victoria's Secret-ის შოუში პირველად მიიღებს მონაწილეობას ტრანსგენდერი ქალი - რა არის ცნობილი ბრაზილიელ მოდელზე? | Allnews.Ge

Victoria's Secret-ის შოუში პირველად მიიღებს მონაწილეობას ტრანსგენდერი ქალი - რა არის ცნობილი ბრაზილიელ მოდელზე?

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლი, ვალენ­ტი­ნა სამ­პა­იო Victorias secret-ის 2024 წლის შო­უ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - მო­დელ­მა ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­ავ­რცე­ლა.

ვა­ლენ­ტი­ნა პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც Victorias secret-ის პო­დი­უმ­ზე გა­ივ­ლის - შოუ 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

2017 წელს ვა­ლენ­ტი­ნამ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლი გახ­და, რო­მელ­მაც ფრან­გუ­ლი Vogue-ის გა­რე­კა­ნი და­ამ­შვე­ნა, 2019 წელს ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ბრენდ Victoria’s Secret-თან ითა­ნამ­შრომ­ლა, შემ­დეგ კი Sports Illustrated Swimsuit Issue-ის გვერ­დე­ბი და­ამ­შვე­ნა.

01-french-vogue-cover-march-2017-66191-1728539079.webp

2018 წელს, ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტრანსგენ­დე­რი მო­დე­ლე­ბის ად­გი­ლი Victoria's Secret-ში არ იყო, რა­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მათი ხედ­ვე­ბი შე­იც­ვა­ლა. -0:02 ვა­ლენ­ტი­ნა სამ­პა­იო ბრა­ზი­ლი­ა­ში და­ი­ბა­და. 8 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ტრანსგენ­დე­რი იყო, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავს 12 წლის ასა­კამ­დე ვა­ლენ­ტი­ნას არ უწო­დებ­და. სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც შემ­თხვე­ვით მა­კი­ა­ჟის არ­ტის­ტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა და სან პა­უ­ლოს სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან და­ა­კავ­ში­რა. იხილეთ სრულად