რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში? | Allnews.Ge

რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში?

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის რეკ­ლა­მე­ბი ახალ­გაზ­რდა აფ­რი­კელ ქა­ლებს თვითმფრი­ნა­ვის უფა­სო ბი­ლეთს, ფულს და ევ­რო­პა­ში შო­რე­ულ თავ­გა­და­სა­ვალს ჰპირ­დე­ბო­და.

თუმ­ცა სა­მუ­შაო სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ნაც­ვლად, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა მხო­ლოდ რუ­სე­თის თა­თარ­სტა­ნის რე­გი­ო­ნის სტე­პებ­ზე ჩას­ვლის შემ­დეგ შე­ი­ტყო, რომ ისი­ნი ქარ­ხა­ნა­ში საბ­რძო­ლო ია­რა­ღის და­სამ­ზა­დებ­ლად ჩა­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ Associated Press მოგ­ვი­თხრობს, რო­მელ­მაც მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ჩა­წე­რა, თუმ­ცა მათ ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ისი­ნი მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­პი­რე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და ხელ­ფა­სის ნაც­ვლად კი ქი­მი­კა­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა უწევ­დათ, რაც მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც ახ­დენ­და გავ­ლე­ნას.Associated Press -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომის წარ­მო­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, რუ­სეთ­ში მუ­შა­ხე­ლის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად, კრემ­ლი უგან­და­დან, რუ­ან­დი­დან, კე­ნი­ი­დან, სამ­ხრეთ სუ­და­ნი­დან, სი­ე­რა ლე­ო­ნე­დან და ნი­გე­რი­ი­დან, ასე­ვე შრი - ლან­კი­დან სა­მუ­შა­ოდ იწ­ვევ­და 18-22 წლის ქა­ლებს და მათ სა­უ­ცხოო პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობ­და.

-0:09 სწო­რედ ამ და­პი­რე­ბებს გაჰ­ყვა 200-მდე აფ­რი­კე­ლი ქალი, რომ­ლე­ბიც თა­თარ­სტა­ნის, და ალა­ბუ­გას სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში, ქარ­ხა­ნა­ში 16 წლის რუს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ობ­დნენ. იხილეთ სრულად