"მე მოვინათლე საქართველოში, ყაზბეგში, 33 წლის ვიყავი..." - რას ამბობს ანდრეი ერმაკი "ქართული ოცნების" ბანერებსა და საქართველოზე | Allnews.Ge

"მე მოვინათლე საქართველოში, ყაზბეგში, 33 წლის ვიყავი..." - რას ამბობს ანდრეი ერმაკი "ქართული ოცნების" ბანერებსა და საქართველოზე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დრეი ერ­მა­კი "მთა­ვარ არხთან"ინ­ტერ­ვი­უ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბა­ნე­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"მე ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე ეს ბილ­ბორ­დე­ბი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მინ­დო­და ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, რად­გან თქვენ არ­ჩევ­ნე­ბი გაქვთ წინ. ეს თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვის აირ­ჩევთ, ჩვენ პა­ტივს ვცემთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას და არ­ჩე­ვანს. პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკი­სა და მისი გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა ქვეყ­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ჩვენ არა­სო­დეს ჩა­ვე­რე­ვით სხვის შიდა საქ­მე­ებ­ში, მაგ­რამ არც არა­ვის მივ­ცემთ ნე­ბას ჩვენს საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ონ.

ამი­ტომ, მინ­და ვთქვა, მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთ­ვნის ქარ­თველ ხალ­ხს. და ეს ნამ­დვი­ლად არ ასა­ხავს ქარ­თვე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის მი­მართ. მჯე­რა რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ხე­დავს სი­მარ­თლეს და ამი­ტომ უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას რუსი აგ­რე­სო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში", - აღ­ნიშ­ნა ერ­მაკ­მა.

მან­ვე ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყაზ­ბეგ­ში მო­ი­ნათ­ლა: "მე მო­ვი­ნათ­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყაზ­ბეგ­ში, 33 წლის ვი­ყა­ვი. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­თხვე­ვით მოხ­და. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის. ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს პე­რი­ო­დი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. მე ბევ­რი რამ მა­კავ­ში­რებს თქვენს ქვე­ყა­ნას­თან და ჩემ­თვის არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ ჩემი ნათ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და...

ჩემი ერთი ნათ­ლია ქარ­თვე­ლია. ხოლო მე­ო­რე უკ­რა­ი­ნე­ლი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს... ამის შემ­დეგ ბევ­რჯერ დავ­ბრუნ­დი ყაზ­ბეგ­ში, გა­მიკ­ვირ­და მე­ო­რედ რომ ჩა­ვე­დი და ყვე­ლას ვახ­სოვ­დი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მხა­რეა... ეს ად­გი­ლი ჩემს გულ­ში და მო­გო­ნე­ბებ­შია და მე მას ხში­რად ვიხ­სე­ნებ", - ამ­ბობს ერ­მა­კი "მთა­ვარ არხთან".