"მახსოვს, როდესაც მეხებოდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მეშინოდა, რომ ეს დედასთვის მეთქვა" - R.Kelly-ს ქალიშვილი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს | Allnews.Ge

"მახსოვს, როდესაც მეხებოდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მეშინოდა, რომ ეს დედასთვის მეთქვა" - R.Kelly-ს ქალიშვილი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

მომ­ღერ­ლი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის, R. Kelly-ის ქა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში მამა მას სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­და. ამ­ჟა­მად რე­პე­რი პა­ტიმ­რო­ბა­ში, მას ბრა­ლად ედე­ბა პე­დო­ფი­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა.

26 წლის ბუკუ აბი მა­მის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში - "კარ­მა: ქა­ლიშ­ვი­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბა" სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ რვა-ცხრა წლის იყო, როცა მა­მამ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა."მახ­სოვს, რო­დე­საც მე­ხე­ბო­და, არ ვი­ცო­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ისე ვი­წე­ქი, თით­ქოს მე­ძი­ნა, მე­ში­ნო­და, რომ ეს დე­დას­თვის მეთ­ქვა", - ამ­ბობს გო­გო­ნა.

მისი თქმით, ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც ვერ იაზ­რებ­და, რო­გორ ეპყრო­ბო­და მამა მას, რად­გან მის­თვის "ყვე­ლა­ფე­რი" იყო. რო­დე­საც გო­გო­ნა 10 წლის იყო, დე­დას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბო და პო­ლი­ცი­ა­ში ანო­ნი­მუ­რი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რეს. თუმ­ცა მა­შინ რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.”მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემს აღ­სა­რე­ბას აზრი არ ჰქონ­და”, - თქვა აბიმ და დას­ძი­ნა, რომ ბავ­შვო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრავ­მუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გამო, მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა: ”ერთ წამ­ში მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და მე თვი­თონ დავ­კარ­გე ის ნა­პერ­წკა­ლი და სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ჩემ­ში იყო."

გო­გო­ნას თქმით, მას სუ­ი­ცი­დუ­რი აზ­რე­ბი მოს­დი­ო­და. ერთ დღეს დე­დამ ქა­ლიშ­ვილს ხე­ლებ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მას შემ­დეგ, რაც ბუ­კუმ დე­დას ყვე­ლა­ფე­რი უამ­ბო, გო­გო­ნამ მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა, ისე­ვე რო­გორც ძმა რო­ბერ­ტმა და მათ­მა კი­დევ ერ­თმა დამ ჯაამ. იხილეთ სრულად