კვლევით დადგინდა ქრისტეფორე კოლუმბის რეალური წარმომავლობა - მის შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენა სრულად შეიცვალა | Allnews.Ge

კვლევით დადგინდა ქრისტეფორე კოლუმბის რეალური წარმომავლობა - მის შესახებ აქამდე არსებული წარმოდგენა სრულად შეიცვალა

ეს­პა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ეს­პა­ნე­ლი იყო.

მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ კო­ლუმ­ბი, რომ­ლის ექ­სპე­დი­ცი­ამ მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შეც­ვა­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში და­ი­ბა­და. მა­თი­ვე ვა­რა­უ­დით, მან რე­ლი­გი­უ­რი დევ­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ებ­რა­უ­ლი იდენ­ტო­ბა და­მა­ლა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბო­და, რომ კო­ლუმ­ბი იტა­ლი­ე­ლი იყო. არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი მისი ბერ­ძნუ­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი, ბას­კუ­რი და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც.

ამ სა­კი­თხის კვლე­ვა 2003 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ხოსე ან­ტო­ნიო ლო­რენ­ტემ და ის­ტო­რი­კოს­მა მარ­სი­ალ კას­ტრომ, სე­ვი­ლი­ის ტაძ­რი­დან კო­ლუმ­ბის ნაშ­თე­ბი ამო­ი­ღეს. კვლე­ვის­თვის ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნეს კო­ლუმ­ბის ვა­ჟი­სა და ძმის დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დო­კუ­მენ­ტურ ფილმში Columbus DNA: His True Origin" გა­ამ­ხი­ლეს, პრო­ფე­სორ­მა ლო­რენ­ტემ თქვა, რომ ისი­ნი "თით­ქმის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სან­დოა".

ეს­პა­ნე­თი­დან ებ­რა­ე­ლე­ბი 1492 წელს გან­დევ­ნეს, იმა­ვე წელს, რო­დე­საც კო­ლუმბმა პირ­ვე­ლად იმოგ­ზა­უ­რა ამე­რი­კა­ში.