ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი? | Allnews.Ge

ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი?

ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ახა­ლი სა­ბავ­შვო ჰობი - კვად­რო­ბი­კა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად რუ­სეთ­ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში არი­ან.

კვად­რო­ბე­რე­ბი - რო­გორც წესი და­წყე­ბი­თი და სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ატა­რე­ბენ ცხო­ვე­ლის ნიღ­ბებს, დარ­ბი­ან ოთხზე, ხტი­ან ბა­ლახ­ზე, და­ცო­ცა­ვენ ხე­ებ­ზე და რო­გორც წესი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ატ­რი­ბუტს -კუდს, სა­გან­გე­ბოდ არ­ჩე­ვენ.

კვად­რო­ბი­კა ყვე­ლას არ მოს­წონს. ზო­გი­ერ­თი ზრდას­რუ­ლი სა­ბავ­შვო ჰო­ბის "BDSM“ - ს ადა­რებს და საქ­მე იქამ­დეც კი მი­ვი­და, რომ რუ­სეთ­ში დე­პუ­ტა­ტებ­მა მისი აკ­რძალ­ვა გა­და­წყვი­ტეს. დუ­მა­ში უკვე შე­ი­მუ­შა­ვებს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ.

ვინ არი­ან კვად­რო­ბე­რე­ბი?

რო­გორც წესი, ესე­ნი არი­ან 7-14 წლის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰბა­ძა­ვენ ცხო­ვე­ლებს. თა­ვად აქ­ტი­ვო­ბას კვად­რო­ბი­კა ეწო­დე­ბა. იგი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია რო­გორც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სპორ­ტი, რად­გან შე­ი­ცავს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ელე­მენ­ტებს. კვად­რო­ბე­რე­ბი დარ­ბი­ან და ხტი­ან ოთხზე.

რუ­სეთ­ში აღ­ნიშ­ნულ­მა ჰობ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა ამ გა­ზა­ფხულ­ზე მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა, ბო­ლომ­დე არ არის ნა­თე­ლი, თუ რა­ტომ გახ­და ის ასე­თი მო­თხოვ­ნა­დი. დღეს­დღე­ო­ბით, რუ­სეთ­ში 13 ათას­ზე მეტი კვად­რო­ბე­რი არ­სე­ბობს. ინ­ტე­რე­სი კი უფრო და უფრო იზ­რდე­ბა.

ბაზ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კვად­რო­ბერ­თა პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ნიღ­ბე­ბი, კუ­დე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ბოლო სამი კვარ­ტალ­ში 49-ჯერ გა­ი­ზარ­და.

ვის ეში­ნია კვად­რო­ბე­რე­ბის?

რუ­სეთ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კვად­რო­ბი­კის გან­ხილ­ვა გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. აპ­რილ­ში, ბავ­შვთა ომ­ბუდსმენ­მა თა­თარ­სტან­ში, თქვა, რომ მან კვად­რო­ბე­რე­ბის­გან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლე­ბიც კი მი­ი­ღო.

ეს კი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ომ­ბუდსმენ­მა ჰო­ბის "დეჰუ­მა­ნი­ზა­ცია" და "ზნე­ობ­რი­ვი სა­ზღვრე­ბის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი გარ­თო­ბა“ უწო­და. იხილეთ სრულად