“ევროპაში მომავალი სასწორზე დევს... გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის” - რას წერს BBC - ი საქართველოზე? | Allnews.Ge

“ევროპაში მომავალი სასწორზე დევს... გადამწყვეტი მომენტი ქართველებისთვის” - რას წერს BBC - ი საქართველოზე?

BBC - ი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს სტა­ტი­ას უძღვნის. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის თარ­გმანს:

"აირ­ჩი­ეთ მშვი­დო­ბა და არა ომი" - ეს არის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან", პარ­ტი­ის­გან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია.

26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლე­ბის გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩე­ვა­ნის წინ, რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში.

ბილ­ბორ­დებ­ზე და­ბომ­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, გა­დამ­წვა­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და სას­კო­ლო საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი და ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­თან არის შე­და­რე­ბუ­ლი.

ნა­გუ­ლის­ხმე­ვია, რომ ოპო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნის მსგავს ომში ჩა­ით­რევს, ხოლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა.

ეს მძლავ­რი გზავ­ნი­ლია 3.7 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც რუ­სეთს ესა­ზღვრე­ბა და 2008 წელს მე­ზო­ბელ­თან მოკ­ლე, მაგ­რამ და­მან­გრე­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­და­ი­ტა­ნა.

ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ის თქმით, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე პრო­და­სავ­ლუ­რი კო­ა­ლი­ცი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ნამ­დვი­ლი საფრ­თხე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის ერთჯე­რად შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის და­კარ­გვაა.

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღო, მაგ­რამ ევ­რო­კავ­შირ­მა გა­წევ­რე­ბის პრო­ცე­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კი­სა და 2024 წლის ივ­ნის­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­მა­თო "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნის გამო, გა­ყი­ნა.

ეს არის კა­ნო­ნი, რო­მელ­მაც გა­ზა­ფხულ­ზე ათი ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი დე­მონ­სტრან­ტი ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა. კა­ნო­ნი მო­ი­თხოვს, რომ მე­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან, და­რე­გის­ტრირ­დნენ, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მედ­ნი. დე­მონ­სტრან­ტე­ბი კა­ნონს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის საფრ­თხედ მი­იჩ­ნევ­დნენ

კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დი­სი­დენ­ტო­ბის ჩა­სახ­შო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან­მა ადა­მი­ან­მა, მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის აკ­რძალ­ვის და­პი­რე­ბა გას­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ი­მარ­ჯვებს. სწო­რედ მან და­ა­არ­სა მმარ­თვე­ლი პარ­ტია და ამ­ჟა­მად მისი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეა.

ის ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბით აერ­თი­ა­ნებს, რო­გორც კო­ლექ­ტი­ურ “ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, ანუ ენმ-ს.

"დღეს, კო­ლექ­ტი­უ­რი ენმ, რო­მელ­საც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან უჭე­რენ მხარს, ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას არე­უ­ლო­ბის გზით და ქვეყ­ნის ომსა და ქა­ოს­ში ჩათ­რე­ვას", - უთხრა ივა­ნიშ­ვილ­მა მხარ­დამ­ჭე­რებს ბა­თუმ­ში 10 ოქ­ტომ­ბერს, - "ამას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მო­ე­ღოს ბოლო. ამი­ტო­მაც სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს".

იხილეთ სრულად