ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა- რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი? | Allnews.Ge

ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა- რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი?

ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, ის ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქში ნაილ ჰორანის კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

არგენტინის პოლიციამ დაადასტურა, რომ ლიამ პეინი გარდაცვლილი იპოვეს ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ.

პეინმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა 2010 წელს, როდესაც ის იყო X Factor-ზე ჩამოყალიბებული ბიჭების ბენდის წევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოპ ჯგუფი გახდა.