ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე წყალდიდობა ესპანეთში - რა ხდება ქვეყანაში ძლიერი სტიქიის შემდეგ? | Allnews.Ge

ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე წყალდიდობა ესპანეთში - რა ხდება ქვეყანაში ძლიერი სტიქიის შემდეგ?

ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

BBС-ის ცნობით, მინიმუმ 92 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა, ორი ​​- ვალენსიის დასავლეთით, კასტილა-ლა მანჩაში და ერთი მალაგაში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

download-1730349555.jpg

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია. ოთხშაბათს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დახმარების გასაწევად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, მაგრამ დატბორილი გზების და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო მაშველთა ბევრი ჯგუფი ქალაქებს მოწყვეტილია.