ვინ არის ქალი, რომელსაც მილიონერმა ქმარმა პირადი კუნძული აჩუქა და რა მკაცრ წესებს იცავს, ძვირად ღირებული საჩუქრების სანაცვლოდ?
ჯამალ ალ ნადაკმა ცოლს საკმაოდ დიდი საჩუქარი გაუკეთა. გოგონა ამბობდა, რომ საჯარო სივრცეებში საცურაო კოსტიუმით წყალში ჩასვლისა და გარუჯვის რცხვენოდა და კონფიდენციალურობა სურდა. ქმარმაც არ დააყოვნა და მას პირადი კუნძული აჩუქა, სადაც ვერავინ შეაწუხებს...
სუდი ალ ნადაკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. უმაღლესი განათლების მისაღებად კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წავიდა. გოგონამ ყოველთვის იცოდა, რომ მისი მეუღლე მდიდარი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, მიზნისკენ საკმაოდ თავდაჯერებულად მიდიოდა. სუდი დუბაის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მომავალი მეუღლე, მილიონერი ჯამალ ალ ნადაკი გაიცნო.
ახლა ის 26 წლისაა, მისი რჩეული კი - 32-ის. ისინი რამდენიმე წელია, დაქორწინებულები არიან და ბედნიერად ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ქვეყანა საკმაოდ მკაცრ კანონებს აყენებს, მით უმეტეს, ქალების შემთხვევაში.
სუდი იძულებულია, არსებული წესების მიხედვით, დახურული ტანსაცმლით იაროს. შესაბამისად, არც სანაპიროზე გარუჯვისა და თავისუფლად ბანაობის უფლება ჰქონდა. ამიტომაც, ქმარმა პრობლემა მარტივად მოაგვარა - სუდის რამდენიმე მილიონად შეფასებული პირადი კუნძული უყიდა, სადაც შეეძლება, იმდენ ხანს იბანაოს და გაირუჯოს, რამდენ ხანსაც მოუნდება. ვერავინ ვერაფერს დაუშლის, რადგანაც ის პირადი საკუთრებაა და არა საჯარო სივრცე... იხილეთ სრულად