ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები: "ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა"- რეპერის საქმის მორიგი სკანდალური დეტალები
რეპერ P. Diddy-ს სკანდალი კვლავ აქტუალურია. ამჯერად მედია იმ საღამოს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, როდესაც რეპერმა წვეულების შემდეგ, სავარაუდოდ, 13 წლის გოგონა გააუპატიურა.
კადრებში ჩანს, რომ მაშინდელი შეყვარებულები, "დიდი" და ჯენიფერ ლოპესი კამათობენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 1999 წლიდან 2001 წლამდე გაგრძელდა. შემზარავი ეპიზოდი კი რეპერის ბრალდებებიდან 2000 წლის აპრილში, MTV-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე, ნიუ იორკში მოხდა. ფოტოებს Daily Mail აქვეყნებს.
არსებული ინფორმაციით, იმ საღამოს, ჯეი ლო და "დიდი", რეპერის დასთან ლინდასთან, მენეჯერთან ბენნი მედინასთან, პროდიუსერ დეიმონ დეშთან, ასევე რამდენიმე გოგონასთან ერთად, ღამის კლუბში წავიდნენ და ადგილები VIP ზონაში დაიკავეს.
იმ ღამეს გადაღებულ ფოტოებზე ასახულია ჯეი ლოსა და "დიდის" კონფლიქტი. ინსაიდერის თქმით, რომელიც ინციდენტის მომსწრე გახდა, ჩხუბის შემდეგ წყვილმა წვეულება თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა. იხილეთ სრულად