“ქართველებს თავს ახვევენ რაღაც “ლგბტ“-ობას, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ - ისინი ქალებს მთელი ცხოვრება, აკვნიდან უყურებდნენ“ - ლუკაშენკო | Allnews.Ge

“ქართველებს თავს ახვევენ რაღაც “ლგბტ“-ობას, ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ - ისინი ქალებს მთელი ცხოვრება, აკვნიდან უყურებდნენ“ - ლუკაშენკო

“სა­ქარ­თვე­ლოს სურს გამჭვირ­ვა­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით, და­სავ­ლე­თი კი ამის­თვის ანად­გუ­რებს ქვე­ყა­ნას“, - სა­ა­გენ­ტო “ბელ­ტას“ ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

“მათ სურთ გამჭვირ­ვა­ლო­ბა თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში: რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კა­ში. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ერ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მი­ი­ღო. უფრო მე­ტიც, ერთი ერ­თში გა­ი­მე­ო­რეს ის, რაც ამე­რი­კა­შია და ეს კი­დევ უფრო რბი­ლა­დაც კი გა­ა­კე­თეს. წი­ნას­წარ გა­ი­ა­რეს კონ­სულ­ტა­ცია. მაგ­რამ ბი­ძია ჯომ ან კი­დევ ვინ­მემ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­იღ­ვი­ძეს და ისე ვერ იფიქ­რეს, ისე ვერ შე­ხე­დეს. ისი­ნი ანად­გუ­რე­ბენ ქვე­ყა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, თუმ­ცა, “რუ­სეთს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო იმას­თან, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა“.

“ქარ­თვე­ლებს თავს ახ­ვე­ვენ რა­ღაც “ლგბტ“- ობას. ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. დიახ, არ მი­ი­ღე­ბენ ამას ქარ­თვე­ლე­ბი. ისი­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქა­ლებს უყუ­რებ­დნენ, აკ­ვნი­დან“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.