რუსეთმა Google-ი $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000-ით დააჯარიმა - "პლანეტაზე ამდენი ფული უბრალოდ არ არსებობს": რა გახდა მიზეზი? | Allnews.Ge

რუსეთმა Google-ი $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000-ით დააჯარიმა - "პლანეტაზე ამდენი ფული უბრალოდ არ არსებობს": რა გახდა მიზეზი?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ, YouTube-ზე რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის არ­ხე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტი, Google-ი ერ­თბა­შად $20 დე­ცი­ლი­ო­ნით და­ა­ჯა­რი­მა - დო­ლა­რის თვალ­საზ­რი­სით, ეს ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ას $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 გა­დახ­და მოს­თხო­ვეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Google-ი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი კომ­პა­ნი­აა, ამ მო­ცუ­ლო­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­დას მა­ინც ვერ მო­ა­ხერ­ხებს. გლო­ბა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი სულ რა­ღაც $105 ტრი­ლი­ო­ნის ტო­ლია, რაც Google-ის­თვის გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მა­ზე 190 კვინ­ტი­ლი­ო­ნით ნაკ­ლე­ბია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, პლა­ნე­ტა­ზე ამ­დე­ნი ფული უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

Tass-ის ცნო­ბით, კრემ­ლის სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა აღი­ა­რა, რომ „ამ რი­ცხვის წარ­მოთ­ქმაც კი არ შე­უძ­ლია“. მან "გუ­გლის" მე­ნე­ჯმენტს ყუ­რა­დღე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

კომ­პა­ნი­ას სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია.

რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა RBC იუ­წყე­ბა, რომ ჯა­რი­მა YouTube-ზე 17 რუ­სუ­ლი მე­დია არ­ხის კონ­ტენ­ტის შე­ზღუდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სუ­ლი არ­ხე­ბის აკ­რძალ­ვა Google-მა ჯერ კი­დევ 2020 წელს და­ი­წყო, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლი არ­ხე­ბის სია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ფარ­თოვ­და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ. როცა Google-მა სა­სა­მარ­თლოს­გან ან­გა­რი­შე­ბის აღ­დგე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მი­ი­ღო, ის ცხრა თვე­ში უნდა აღეს­რუ­ლე­ბი­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, ამ ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, დღე­ში 100,000 რუბ­ლით და­ჯა­რიმ­დე­ბო­და. Google-მა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა, ხოლო ჯა­რი­მა, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, $20 დე­ცი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და.