აჰო დარიაეის თავგანწირული პროტესტი: რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა | Allnews.Ge

აჰო დარიაეის თავგანწირული პროტესტი: რა ხდება ცნობილი ირანელ ქალზე, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა

უკვე მე­ო­რე დღეა მთე­ლი მსოფ­ლიო ირა­ნელ სტუ­დენტ გო­გო­ნა­ზე - აჰო და­რი­ა­ე­ი­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­მაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­მა­მა­ცი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აზა­დის ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ნა­წი­ლობ­რივ გა­ი­ხა­და სა­მო­სი მას შემ­დეგ, რაც მას ჰი­ჯა­ბის არას­წო­რად ტა­რე­ბის მი­ზე­ზით, ირა­ნის უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

მისი და­კა­ვე­ბა და­ა­დას­ტუ­რა აზა­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა.

444444-43403-1730784344.jpg

“მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კვლე­ვის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ქა­ლის უხამ­სი საქ­ცი­ე­ლის შემ­დეგ, კამ­პუ­სის დაც­ვამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა. სტუ­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვე­ბი­სა და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - წერს X-ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამირ მაჰჯუ­ბი.

1-43469-1730784352.jpg

Iran International-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჰო და­რი­ა­ე­ის და­კა­ვე­ბის დროს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რა დრო­საც ახალ­გა­ზარ­და და­შავ­და.

“მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვებ­ზე მოს­წავ­ლის სის­ხლის ლა­ქე­ბი ჩან­და“ - წე­რია “ამირ კა­ბი­რის“ სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში. არის ვა­რა­უ­დი, რომ იმ დროს, რო­დე­საც გო­გო­ნას მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩას­მას ცდი­ლობ­დნენ, მას თავ­ში მან­ქა­ნის კარი მოხ­ვდა, რა­მაც სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია.

Amnesty International-ის ირა­ნის ქვე­და­ნა­ყოფ­მა ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ“ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­იც­ვას იგი წა­მე­ბი­სა და სხვა არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ჰქონ­დეს წვდო­მა ოჯახ­თან და ად­ვო­კატ­თან“,- წერს Amnesty Iran X-ზე. იხილეთ სრულად