"ოქროს ხანა დაიწყება" - დონალდ ტრამპი სცენაზე ოჯახთან ერთად ავიდა და ხალხს მიმართა
დონალდ ტრამპი ამ წუთებში მხარდამჭერებს მიმართავს. ის სცენაზე ცოლთან, მელანია ტრამპთან და ოჯახის სრულ შემადგენლობასთან ერთად ავიდა. ასევე სცენაზე ტრამპთან ერთად არის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად.
"ჩვენ დავეხმარებით აშშ-ს გამოჯანმრთელებაში", - აცხადებს ტრამპი. მისივე თქმით, ახლა დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატების "ოქროს ხანა"
"„ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, - დასძინა მან.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა მეუღლეს, მელანიას და მას "პირველი ლედი" უწოდა. მანვე ისაუბრა მელანიას წიგნზე და ამ წიგნს ქვეყანაში "ნომერ პირველი ბესტსელერი უწოდა"
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.