ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე უკრაინა რუსეთის კურსკიდან ჯარის გამოყვანას დაიწყებს?! | Allnews.Ge

ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე უკრაინა რუსეთის კურსკიდან ჯარის გამოყვანას დაიწყებს?!

დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების ცნობა მალევე, 6 ნოემბერს მოხდა, რაც დროში ზუსტად ემთხვევა 6 აგვისტოს უკრაინის საექსპედიციო კორპუსის მიერ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციის სამთვიან „იუბილეს“.

რუსეთი, რომელიც თავად იყო და არის საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების ოკუპანტი ქვეყანა, სამი თვეა ასევე „შემოუერთდა“ ამ ქვეყნებს ოკუპირებულის სტატუსით...

რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციის ზუსტად სამი თვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა სირსკიმ ერთგვარი შემაჯამებელი განცხადება გააკეთა - 2024 წლის მაისში უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები კურსკის ოლქიდან აპირებდნენ სამხრეთის მიმართულებით შეტევაზე გადმოსვლას და უკრაინის სუმის ოლქში ერთგვარი „სანიტარული ზონის“ შექმნას, ისევე როგორც, ეს მათ მანამდე ხარკოვის მიმართულებაზე, ვოვჩანსკისთან გააკეთეს. ამის გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება დასწრებადი ოპერაციის დაწყებაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გადაგვეტანა.

5 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთმა კურსკის ოლქში ბრძოლების შედეგად დაკარგა 20 842 სამხედრო, მათ შორის 7 905 მოკლულის, 12 220 დაჭრილისა და 717 დატყვევებულის სახით.

ამასთან, კურსკის ოლქში უკრაინელებმა რუსეთის არმიას გაუნადგურეს 1 101 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 54 ტანკი, 276 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 107 ქვემეხი, ჰაუბიცა და ნაღმსატყორცნი, 5 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 659 ავტომობილი - აცხადებს უკრაინის არმიის მთავარსარდალი სირსკი, თუმცა ამასთან, არ აკონკრეტებს რუსეთის კურსკის ოლქში სამთვიანი ბრძოლების შედეგად უკრაინული მხარის ანალოგიური სახის დანაკარგებს.

რა თქმა უნდა, უკრაინის საექსპედიციო კორპუსსაც ჰქონდა საბრძოლო დანაკარგები კურსკის ოლქში სამთვიანი ბრძოლების შედეგად, მაგრამ გარდა ამისა, უარყოფითი მხარე ისიც გახლდათ, რომ კურსკში შეყვანილი 20 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო ძალიან დააკლდა თავად უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის გამაგრებას, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ბოლო კვირებში წინსვლას არ ანელებენ და ახალ-ახალ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს იპყრობენ... იხილეთ სრულად