„ცალსახაა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ-ში შესვლის პროცედურები და დასაქმება ქართველებისთვისაც გართულდება“ | Allnews.Ge

„ცალსახაა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ-ში შესვლის პროცედურები და დასაქმება ქართველებისთვისაც გართულდება“

„ცალსახაა, რომ როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე ქართველებისთვისაც გართულდება აშშ-ში შესვლის პროცედურები,“ - ასე აფასებს „ჯეოქეისის“ ეკონომიური მიმართულების მკვლევარი გურამ ბააკაშვილი დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებულ საიმიგრაციო პოლიტიკას.

ამერიკის, ახლა უკვე რიგით 47-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ქვეყნის საზღვრებს „გამოასწორებს“. მანამდე, წინა საპრეზიდენტო პერიოდის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციამ მექსიკის კედლის მშენებლობაც კი დაიწყო, თუმცა, მხოლოდ 47 მილის აშენება მოხერხდა. დანარჩენი 652 კმ მექსიკის ფინანსური თანამონაწილეობით უნდა შესრულებულიყო, თუმცა პროცესი არ გაგრძელებულა.

ტრამპის საიმიგრაციო ხედვებთან დაკავშირებით „ჯეოქეისის“ეკონომიური მიმართულების მკვლევარი ამბობს, რომ აღნიშნული დაპირება პირველ რიგში, აშშ-ში სამუშაო ძალის რეგულირებას ემსახურება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ არა მხოლოდ შტატებში შესვლა, არამედ დასაქმების კუთხით რეგულაციებიც გამკაცრდება.

„ცალსახაა, რომ როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე ქართველებისთვისაც გართულდება აშშ-ში შესვლის პროცედურები. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ხდება ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიც არის მექსიკის საზღვრიდან გადასვლა და ა.შ. შესაბამისად, პროცესი გართულდება.

თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება, საქართველოსა და აშშ-ის შორის, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. თუ დადებით კონტექსტში განვითარდა, შესაძლებელია, ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რა დროსაც მაგალითად, ლეგალურად შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაო პროგრამებში ქართველების ჩართულობა, როგორც გერმანიასა და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოხდა. მაგრამ, ეს შორეული პერსპექტივა იქნება და გააჩნია სახელმწიფო სტრატეგიული ურთიერთობა როგორ განვითარდება. იხილეთ სრულად