"ტრამპის ანგელოზები": მეუღლე, შვილები, სარძლო და ახალი ვარსკვლავი პრეზიდენტის ოჯახიდან - ვინ გამოჩნდა ტრამპთან ერთად "გამარჯვების ტრიბუნაზე"
ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
რესპუბლიკურმა ლიდერმა გამარჯვება უკვე აღნიშნა და მხარდამჭერების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა. ტრამპს ტრიბუნაზე ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყო, მეუღლე მელანია ტრამპი, შვილები: ივანკა, ერიკი და ბარონი.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის "ლამაზ მეუღლეს“ მელანიას და "საოცარ“ შვილებს. ივანკა ტრამპი ქმართან, ჯარედ კუშნერთან ერთად უსმენდა მამის სიტყვებს:
"გულწრფელად რომ გითხრათ, მჯერა, რომ ეს იყო ყველა დროის უდიდესი პოლიტიკური მოძრაობა. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ჩემს ოჯახს, ჩემს გასაოცარ შვილებს - ისინი საოცარი ბავშვები არიან. დონი, ერიკი, ივანკა, ტიფანი, ბარონი, ლარა, ჯარედი, კიმბერლი, მაიკლი - მადლობა ყველას."
დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ბარონ ტრამპი
"ძალიან მიყვარს მამაჩემი. თუმცა, ამჯერად პოლიტიკისგან შორს ყოფნას და შვილებზე ზრუნვას ვაპირებ" - განაცხადა ადრე ივანკამ.