"არალეგალები ჩქარობენ, სანამ წესები გამკაცრდება..." - რა ხდება მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ?
მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი და ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა, რამდენიმე საათში მექსიკა- აშშ-ის კედელთან მიგრანტთა კოლოსალური რიგები დადგა.
როგორც nypost წერს, მხოლოდ 6 ნოემბერს, გუშინ კედელი 100-ზე მეტი მიგრანტის ჯგუფმა გადაკვეთა.
ასობით მიგრანტი ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონიდან, ასევე აფრიკიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ისინი შეერთებული შტატების საზღვართან მდინარე რიო გრანდეს გადაკვეთის შედეგად მოხვდნენ.
სასაზღვრო პატრული კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, მიგრანტთა ნაკადმა ერთი-ორად იმატა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც და მოხუცებიც.
აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, ბავშვები და მათი მშობლები თავშესაფრის მოთხოვნის მოქმედი შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული წესი ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ 2024 წლის დასაწყისში აამოქმედა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მექსიკიდან აშშ-ის მიმართულებით უკვე დაიძრა 3000 მიგრანტისგან შემდგარი ჯგუფი.
არჩევნების პარალელურად იზრდება ინტერესი ტრამპის მასობრივი დეპორტაციის გეგმის მიმართ. მან ადრეც განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ში არალეგალური მიგრანტების პრობლემას დაასრულებდა. იხილეთ სრულად