რა იპოვეს არქეოლოგებმა საუდის არაბეთში 4000 წლის წინანდელ ქალაქში? - რის შესახებ მიუთითებს უნიკალური აღმოჩენა
არქეოლოგებმა საუდის არაბეთში ადრეული ბრინჯაოს ხანის დაკარგული ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. მათი თქმით, ეს შთამბეჭდავი აღმოჩენა რეგიონში მომთაბარე ცხოვრებიდან ურბანულ არსებობაზე გადასვლის მტკიცებულებას წარმოადგენს.
საფრანგეთისა და საუდის არაბეთის გაერთიანებულმა კვლევითმა ჯგუფმა 4 000 წლის წინანდელი დაფარული ქალაქი - სახელად ალ-ნატაჰი - ხაიბარის შმოსაზღვრულ ოაზისში აღმოაჩინა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთში უდაბნოთი გარშემორტყმული ნაყოფიერი მიწაა.
როგორც AFP-სთან საუბრისას,ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევის ხელმძღვანელმა, ფრანგმა არქეოლოგმა გიიომ შარლუმ აღნიშნა, ძველი ქალაქი, რომელიც ძვ.წ. 2400 წლით თარიღდება, სავარაუდოდ 2.6 ჰექტრის დასახლება იყო და დაახლოებით 50 მრავალსართულიან სახლსა და 500 მკვიდრს მოიცავდა.შარლუს თქმით, კარგად სტრუქტურირებული თემი დაცული იყო დამცავი გალავნით და ასევე მოიცავდა სავარაუდო გადაწყვეტილების მიღების ზონასა და ნეკროპოლისს, სადაც ლითონის იარაღები და ქვებია აღმოჩენილი, როგორიცაა აქატი. იხილეთ სრულად