ისტორიაში პირველად, აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს - რა არის ცნობილი სარა მაკბრაიდის შესახებ
სარა მაკბრაიდი ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აირჩიეს. მაკბრაიდმა დელავერის შტატში დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ უოლენი და მოიპოვა შტატის ერთადერთი ადგილი წარმომადგენლობით პალატაში.
"მადლობა, დელავერ! თქვენი ხმების, ფასეულობების გამო, მე ვამაყობ, რომ ვიქნები თქვენი წარმომადგენელი კონგრესში“, - დაწერა მან X-ზე."ხალხმა იცის, რომ მე ვიბრძვი ლგბტქ პირების უფლებებისთვის, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი იქნება ასევე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ზრუნვა, ანაზღაურებადი შვებულება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რეპროდუქციული თავისუფლება“, - ამბობს სარა მაკბრაიდი.
სარამ, რომელიც ახლა 34 წლისაა, პოლიტიკაში ძალები ჯერ კიდევ 2006 წელს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოსინჯა. ის იყო ჩართული დელავერში ჯო ბაიდენის გარდაცვლილი ვაჟის, ბრიუსის კამპანიაში. იხილეთ სრულად