თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს, უელსელი ქალი გარდაიცვალა - რა დაადგინა გამოძიებამ | Allnews.Ge

თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს, უელსელი ქალი გარდაიცვალა - რა დაადგინა გამოძიებამ

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უელ­სე­ლი ქალი 54 წლის ჯე­ნეტ ლინ სე­ვი­ჯი თურ­ქეთ­ში წო­ნის კლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ქალს ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­უ­ტარ­და, ბევ­რი სის­ხლი და­კარ­გა და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ან­ტა­ლი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და. ჯე­ნე­ტი 3 500 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ას იტა­რებ­და, რა დრო­საც სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მას შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­ტარ­და.

screenshot-5-53867-1731417230.jpg

რო­გორც The Sun წერს, ქალი უელ­სი­დან ან­ტა­ლი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის­თვის ჩა­ვი­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს, მას ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ტე­რია და­უ­ზი­ან­და, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი გახ­და. ჯე­ნე­ტი პრო­ცე­დუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით Regenesis Health Travel 2023 წლის ივ­ლის­ში და­უ­კავ­შირ­და - კომ­პა­ნია მას თურ­ქეთ­ში წას­ვლა­სა და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­ში და­ეხ­მა­რა.

"ოპე­რა­ცია გარ­თულ­და და პა­ცი­ენ­ტმა პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა", - ამ­ბობს Regenesis-ის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი.ელი­სონ ერ­გუნ­მა, Regenesis-ის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მელ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და: "გარ­თუ­ლე­ბა მოხ­და და მან ოპე­რა­ცი­ის პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა." იხილეთ სრულად