რობერტ ფიცო მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმს დაესწრება- რას აცხადებს ის? | Allnews.Ge

რობერტ ფიცო მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმს დაესწრება- რას აცხადებს ის?

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს დაესწრება.

რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევა მიიღო მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.

მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობა ერთგული რჩება ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მემკვიდრეობის და ისტორიული სიმართლის, მეორე მსოფლიო ომისა და იმ როლის შესახებ, რომელიც წითელმა არმიამ ითამაშა.

„სლოვაკეთის მთავრობა ერთგული რჩება ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მემკვიდრეობის და ისტორიული სიმართლის, მეორე მსოფლიო ომისა და იმ როლის შესახებ, რომელიც წითელმა არმიამ ითამაშა“, - დაწერა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.