ვინ არის 47 წლის ქალი შვილის სისხლს ისხამს, რომ არ დაბერდეს? - ექიმები აფრთხილებენ, რომ ეს საშიშია | Allnews.Ge

ვინ არის 47 წლის ქალი შვილის სისხლს ისხამს, რომ არ დაბერდეს? - ექიმები აფრთხილებენ, რომ ეს საშიშია

სილამაზე რომ მსხვერპლს მოითხოვს, ეს ცნება 47 წლის მილიონერმა პირდაპირ გაიგო. ახალგაზრდობის დევნაში რას არ აკეთებს ლოს-ანჯელესის მკვიდრი მარსელა იგლესიასი, რომელსაც ასევე იცნობენ, როგორც თვითგამოცხადებულ ბარბის. რა თქმა უნდა, ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვისაც სჯერა, რომ ახალგაზრდა დონორისგან პლაზმის ინფუზია (რომლის სარგებელიც კლინიკურად არ არის დამტკიცებული) სიბერისგან დაიცავს. მარსელა ამტკიცებს, რომ შედეგი უკვე აქვს დაა ცდილობს, სხვებიც დაარწმუნოს.

ის სისხლს ვაჟისგან ისხამს, რომ უჯრედების ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს და როდრიგოც არ ეწინააღმდეგება დედას. მარტო დედას კი არა, 75 წლის ბებიასაც კი უსხამს სისხლს.

3334x5000-0xz3d5x0w5-1086225900515413270-1735980349-1735994313.jpg

შვილთან ერთად

"მას მერე, რაც ღეროვანი უჯრედებით თერაპია ვცადე, სულ უფრო მეტად დავინტერესდი ექსპერიმენტული მეთოდებით. ახალგაზრდა დონორის უჯრედებს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. განსაკუთრებით, თუ დონორი საკუთარი შვილია", - ამბობს მარსელა.

ეს პროცედურები საკმაოდ ძვირი ღირს. კოსმეტიკურ პროცედურებსა და პლასტიკაზე უკვე დახარჯული აქვს 99 ათასი დოლარი. სისხლის გადასხმაც, უჯრედების რეგენერაციის მიზნით, ძვირი პროცედურაა.

763x766-0xn3zw6boe-9210142149129692281-1735980348-1735994328.jpg

ექიმები აფრთხილებენ მარსელას და მისნაირებს, რომ მსგავსი გადასხმების სარგებელი არ არის დადასტურებული, რისკები კი საკმაოდ რეალურია. თუმცა მარსელას ეს არ ესმის. იხილეთ სრულად