რატომ აღარ მოსწონს დონალდ ტრამპს ილონ მასკის ქმედებები და რამ გააღიზიანა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი?
მილიარდერი ილონ მასკი ბოლო თვეებში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში განცხადებების სერია გამოაქვეყნა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და უსაფრთხოების საკითხებში მინისტრი ჯეს ფილიპსი გააკრიტიკა - საქმე ეხება მოძალადეთა ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას.
გარდა ამისა, ილონ მასკმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტებით გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.
ბევრი აღნიშნავს, რომ მასკი ევროპის პოლიტიკაში ზედმეტად ერევა - გავრცელებული ინფორმაციით, ამან მასა და ტრამპს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. მედიის ცნობით, მასკი პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრისას შეუერთდა. იხილეთ სრულად