პატარა იტალიურ სოფელში მოსახლეობას ავადმყოფობა "აუკრძალეს" - რა გახდა ამის მიზეზი | Allnews.Ge

პატარა იტალიურ სოფელში მოსახლეობას ავადმყოფობა "აუკრძალეს" - რა გახდა ამის მიზეზი

პა­ტა­რა იტა­ლი­ურ სო­ფელ ბელ­კას­ტრო­ში ად­გი­ლობ­რივ­მა მმარ­თველ­მა პი­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ავად­მყო­ფო­ბა აუკ­რძა­ლეს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, მო­ქა­ლა­ქე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ, რომ მძი­მედ გახ­დნენ ავად.

აქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს და­ე­ვა­ლათ, "თავი აა­რი­დონ ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მე­ლიც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს". ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლის, ან­ტო­ნიო ტორ­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტორ­ჩი­ამ თქვა, რომ მისი ეს გან­ცხა­დე­ბა უფრო იუ­მო­რის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის იყო, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად უფრო ეფექ­ტი­ა­ნია, ვიდ­რე მისი მი­მარ­თვე­ბი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მი­მართ, სა­დაც სა­უ­ბა­რია ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის იმ ხარ­ვე­ზებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოც ბელ­კას­ტროს მო­სახ­ლე­ო­ბას ჯან­დაც­ვა­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა.

ბელ­კას­ტრო, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს კა­ლაბ­რი­ის სამ­ხრეთ რე­გი­ონ­ში, იტა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი სო­ფე­ლია. ან­ტო­ნიო ტორ­ჩია ამ­ბობს, რომ ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უფრო მე­ტად ფრთხი­ლად იქ­ნე­ბი­ან, რათა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან თავი და­ი­ზღვი­ონ.

ბელ­კას­ტროს 1200 მა­ცხოვ­რებ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი 65 წელ­საა გა­და­შო­რე­ბუ­ლი, ხოლო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი პუნ­ქტი ამ სოფ­ლი­დან 45 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, არას­წორ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა და მა­ფი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ბელ­კას­ტროს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა.