"ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა..." - 3 დღე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე: რა განცხადებები კეთდება საქართველოზე | Allnews.Ge

"ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა..." - 3 დღე აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე: რა განცხადებები კეთდება საქართველოზე

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­თი ბოლო დროს იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი ვართ და იმე­დი გვაქვს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აი­ღებს კონ­ტროლს და გა­ა­კე­თებს იმას, რისი გა­კე­თე­ბაც ჩვენ გვგო­ნია, რომ მას სურს, - ამის შე­სა­ხებ სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის რეს­პუბ­ლი­კელ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ჯე­იმს რიშ­მა „ამე­რი­კის ხმას­თან“ გა­ნა­ცხა­და.

რიში იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა და­სავ­ლე­თის­კენ მი­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია."ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­თი ბოლო დროს იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი ვართ და იმე­დი გვაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი აი­ღებს კონ­ტროლს და გა­ა­კე­თებს იმას, რისი გა­კე­თე­ბაც ჩვენ გვგო­ნია, რომ მას სურს და რომ ის გახ­დე­ბა უკე­თე­სი დე­მოკ­რა­ტია, და­სავ­ლე­თის­კენ მი­მარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია,“ - გა­ნა­ცხა­და რიშ­მა.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა დე­მოკ­რატ­მა სე­ნა­ტორ­მა, ტიმ ტე­ი­ნიმ, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ამე­რი­კუ­ლი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მის წაშ­ლით ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

„ჩვენ ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მის წაშ­ლით. ეს ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს. ჩვე­ნი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ზე არი­ან ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ამ თე­მა­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ. ეს უკუს­ვლა ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად, რა უნდა იყოს ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა, რომ ეს შე­ა­კა­ვოს და ეს ქცე­ვა შე­ზღუ­დოს, ამას მო­მა­ვალ­ში ვი­ხი­ლავთ,“ - გა­ნა­ცხა­და ტიმ ტე­ი­ნიმ „ამე­რი­კის ხმას­თან“.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­როს­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­იკლ კარ­პენ­ტერ­მა „ამე­რი­კის ხმას­თან” გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე ძა­ლი­ან მტკი­ცე პო­ლი­ტი­კას უტო­ვე­ბენ.მისი თქმით, სა­ბო­ლო­ოდ, ცხა­დია, სა­კუ­თა­რი ბედი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია.

"ვფიქ­რობ, ჩვენ ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ძა­ლი­ან მტკი­ცე პო­ლი­ტი­კას ვუ­ტო­ვებთ. ჩვენ გავ­ყი­ნეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა - 95 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, და­ვა­სან­ქცი­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რაც პრო­ტეს­ტის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბას ეხე­ბო­და.

ჩვენ და­ვა­სან­ქცი­რეთ ამ რეპ­რე­სი­ე­ბის წამ­ყვა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს, არა მხო­ლოდ შიდა ორი­ენ­ტა­ცი­ის, არა­მედ მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც სულ უფრო ემ­სგავ­სე­ბა რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს, ეს სი­ტუ­ა­ცია, ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქმე­დე­ბე­ბის ნაკ­რე­ბით გა­და­ვე­ცით, სა­ბო­ლო­ოდ კი, ცხა­დია, სა­კუ­თა­რი ბედი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და კარ­პენ­ტერ­მა.

ასე­ვე "ამე­რი­კის ხმას­თან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ჯო უილ­სონ­მა. თქმით, შთა­გო­ნე­ბა არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს აგ­რძე­ლებს და ითხოვს სა­მარ­თლი­ან, თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს. იხილეთ სრულად