471-დღიანი ტყვეობის დასასრული - 3 მძევალი ქალის უმძიმესი თავგადასავალი | Allnews.Ge

471-დღიანი ტყვეობის დასასრული - 3 მძევალი ქალის უმძიმესი თავგადასავალი

ის­რა­ელ-"ჰა­მა­სის" საკ­მა­ოდ მყი­ფე შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში მხა­რე­ებ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს - ის­რა­ელ­მა 90 პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი, "ჰა­მა­სმა" კი 3 მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

კვი­რას, 19 იან­ვარს, 17:56 სა­ათ­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ტყვე­ო­ბის 471 დღის შემ­დეგ, 24 წლის რომი გო­ნე­ნი, 26 წლის ემი­ლი და­მა­რი და 31 წლის დო­რონ შტა­ინბ­რე­ხე­რი ის­რა­ელ­ში დაბ­რუნ­დნენ.

26b85b4b-9efd-43cc-872a-2319993cbbb3-56068-1737375605.jpg

18:24 სა­ათ­ზე კი IDF-ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და კი­ბუც-რე­იმ­ში, მიმ­ღებ ცენ­ტრში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბი დე­დებს შეხ­ვდნენ.

20:07 სა­ათ­ზე ტყვე­ო­ბა­ში გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს შე­ბას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ვინ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბი?24 წლის რომი გო­ნე­ნი გა­ი­ტა­ცეს 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, კი­ბუც რე­იმ­თან ახ­ლოს ნო­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან. დი­ლის 6:30 სა­ა­თი­დან ის გა­ნუ­წყვეტ­ლივ ესა­უბ­რე­ბო­და დე­დას მე­ი­რავ ლე­შემ-გო­ნენს ტე­ლე­ფონ­ზე.

10:15 სა­ათ­ზე კავ­ში­რი გა­წყდა. დე­დის ბოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა ქა­ლიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­ზე იყო შემ­დე­გი: "რომი, მე შენ­თან ვარ, შენი დედა..." გო­გო­ნამ ამის წა­კი­თხვა ვერ მო­ას­წრო... გა­ტა­ცე­ბის კად­რებ­ში ჩანს, რომ რომი ტე­რო­რის­ტებ­მა მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს, რო­მელ­შიც კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის გო­გო­ნას ახლო მე­გო­ბარი გაია ხა­ლი­ფა. ამა­ვე მან­ქა­ნა­ში მოკ­ლეს ოფირ ცარ­ფა­ტიც (მისი ცხე­და­რი 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­აბ­რუ­ნეს).

რომი გა­სულ წელს, პირ­ვე­ლი გა­რი­გე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ 1-ელ დე­კემ­ბრის ღა­მეს შე­თან­ხმე­ბე­ბი გა­უქ­მდა და გო­გო­ნა ღა­ზა­ში დარ­ჩა.25 წლის ემი­ლი თე­ჰი­ლა და­მა­რი, რო­მელ­საც ასე­ვე აქვს ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, გა­ი­ტა­ცეს თა­ვი­სი სახ­ლი­დან კი­ბუც კფარ აზა­დან 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს. ცოტა ხნით ადრე მას­თან და­სარ­ჩე­ნად მისი მე­გო­ბა­რი გალი ბერ­მა­ნი მი­ვი­და - ისი­ნი ერ­თად გა­ი­ტა­ცეს. "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმამ­დე გო­გო­ნებ­მა სელ­ფი გა­და­ი­ღეს, რო­მე­ლიც გა­ლის დე­დას გა­უგ­ზავ­ნეს. მან ფოტო მა­შინ მი­ი­ღო, როცა გო­გო­ნე­ბი უკვე ტყვე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. ემი­ლის დედა, მენ­დიც თა­ვის სახ­ლში იყო კი­ბუც­ში. ტე­რო­რის­ტებ­მა მოკ­ლეს მისი ძაღ­ლი, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს ქა­ლის პოვ­ნა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ოთახ­ში იმა­ლე­ბო­და.

31 წლის დო­რონ შტა­ინბ­რე­ხე­რიც კი­ბუც კფარ აზა­დან 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა დამ ია­მიტ­მა თქვა, რომ ის დო­რონს ესა­უბ­რე­ბო­და მთე­ლი დილა. და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე მის­გან მი­ი­ღო ბოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა: "და­მი­ჭი­რეს". ტყვე­ო­ბის 107-ე დღეს "ჰა­მა­სმა" ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის­თვის მისი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პრო­ფე­სი­ით დო­რო­ნი ვე­ტე­რი­ნა­რი მედ­დაა. სი­მო­ნე - დო­რო­ნის დედა, სულ ამ­ბობ­და, რომ ეში­ნო­და ქა­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, ახალ­გაზ­რდავ ქალი ტყვე­ო­ბამ­დე რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სებს და იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტებს. იხილეთ სრულად