ტრამპი 500 მილიარდიან პროექტს იწყებს, სიმსივნის განკურნების მიზნით - როგორია გეგმა: "შეიქმნება ვაქცინა..."
დონალდ ტრამპი 500 მილიარდი დოლარის დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს - გეგმა, სახელწოდებით Stargate, მიზნად ისახავს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტების შეკრებას კიბოს განკურნების მიზნით.
AI ინდუსტრიის ლიდერებთან OpenAI-სთან, SoftBank-თან და Oracle-თან ერთად დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს "უზრუნველყოს ამერიკული ტექნოლოგიების მომავალი“. პრეზიდენტის თქმით, დაფინანსებამ შესაძლოა 500 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მისი ახალი ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ გააუქმებს ბაიდენის პოლიტიკას, რომელიც "აწესებს რადიკალურ მემარცხენე იდეებს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე".
OpenAI ირწმუნება, რომ პროექტი "მოიტანს უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მთელი მსოფლიოსთვის", რადგან ტექნოლოგია გზას უხსნის "კაცობრიობის ამაღლებას".
"თქვენს გარეშე ამას ვერ შევძლებდით" - უთხრა ტექნიკური ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ტრამპს. ალტმენი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით შესაძლებელია "დაავადებების სწრაფი ტემპით განკურნება“.
Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონი ახალ პროექტს მხარს უჭერს.
"როდესაც გენური თანმიმდევრობით დავადგენთ სიმსივნეს, შევქმნით ვაქცინას თითოეული ინდივიდისთვის. ეს mRNA ვაქცინა, შეგიძლიათ გააკეთოთ რობოტით ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, დაახლოებით 48 საათში.” იხილეთ სრულად