ხანძრის ახალი კერა ლოს-ანჯელესში: გაცემულია ბრძანება 50 ათასი ადამიანის ევაკუაციაზე - რა ვითარებაა ადგილზე | Allnews.Ge

ხანძრის ახალი კერა ლოს-ანჯელესში: გაცემულია ბრძანება 50 ათასი ადამიანის ევაკუაციაზე - რა ვითარებაა ადგილზე

აშშ-ის კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ლოს-ან­ჯე­ლე­სის ჩრდი­ლო­ე­თით და­ახ­ლო­ე­ბით 80 კმ-ში ხან­ძრის ახა­ლი კერა გაჩ­ნდა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ხან­ძა­რი 9 400 აკრ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწრა­ფად გავ­რცელ­და, რა­საც ძლი­ერ­მა ქარ­მაც შე­უ­წყო ხელი. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა 50 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­ი­ცა, 23 000-მა კი ევა­კუ­ა­ცი­ის გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის ორ კე­რას, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში 7 იან­ვარს გაჩ­ნდა, მე­ხან­ძრე­ებ­მა მათი კი­დევ უფრო დიდი ნა­წი­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შეძ­ლეს. ამ დრო­ის­თვის ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია იტო­ნის ხან­ძრის 91%-ი და პა­ლი­სე­იდსის ხან­ძრის 68%.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნულ ხან­ძრებს 28 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­ზი­ან­და ან გა­ნად­გურ­და თით­ქმის 16 000 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა.