21 პარასკევი - 2025, მარტი

ვიქტორ ორბანი - ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ხელისუფლებაში ვერ დარჩება - ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება | Allnews.Ge

ვიქტორ ორბანი - ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ხელისუფლებაში ვერ დარჩება - ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება

ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ვერ დარჩება ხელისუფლებაში - ევროპას ახალი პატრიოტული ლიდერობა სჭირდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

მისი მტკიცებით, „ევროკომისიას ჯორჯ სოროსის აგენტების ქსელი უნდა ჩამოაშორონ, ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტები უნდა გააძევონ და ევროკავშირის პოლიტიკაზე უცხოური ფულის გავლენა უნდა აღკვეთონ“.

„ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც შექმნილია ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, გლობალურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

„ბრიუსელში პროგრესული ეპოქა დასრულდა. ატლანტიკის გასწვრივ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში პატრიოტული გარდაქმნა მიმდინარეობს. ცვლილებების გარეშე ევროპა ჩვენს თვალწინ დაიშლება“, - აღნიშნა ორბანმა.