21 პარასკევი - 2025, მარტი

სტამბოლი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა: სტუდენტები დაკავებული მერის გათავისუფლებას მოითხოვენ - ქვეყანაში დაჭერების მორიგი ტალღა დაიწყო | Allnews.Ge

სტამბოლი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა: სტუდენტები დაკავებული მერის გათავისუფლებას მოითხოვენ - ქვეყანაში დაჭერების მორიგი ტალღა დაიწყო

მას შემ­დეგ, რაც თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ სტამ­ბო­ლის მერი - ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ და­ა­კა­ვა, ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მა­სობ­რი­ვი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. და­კა­ვე­ბუ­ლი იმა­მ­ოღ­ლუ თურ­ქე­თის ლი­დე­რის რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად მი­იჩ­ნე­ვა და მო­მა­ვალ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გეგ­მავ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს პლა­კა­ტით

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტამ­ბო­ლის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და მომ­დევ­ნო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი აკ­რძა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ზღუდ­ვას არ და­ე­მორ­ჩი­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ალყა შე­მო­არ­ტყა მე­რი­ას, გა­და­კე­ტა რამ­დე­ნი­მე გზა და ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ე­და­ნი. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე და მათ შო­რის, პო­ლი­ცი­ის იმ გან­ყო­ფი­ლე­ბის წინ, სა­დაც იმა­მ­ოღ­ლუა და­კა­ვე­ბუ­ლი.

turketi4-39062-1742457496.jpeg

“რაც მოხ­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ეკ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს ვერ წა­არ­თმე­ვენ უფ­ლე­ბას, იყოს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ერს არ­თმე­ვენ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ოზ­გურ ოზელ­მა მე­რი­ის წინ შეკ­რე­ბილ­თა წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მე­რის მე­უღ­ლემ, დი­ლეკ იმა­მ­ოღ­ლუმ მის და­კა­ვე­ბას უწო­და "მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს თურ­ქე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ას".“ეს არის პირ­და­პი­რი დარ­ტყმა ერის­თვის და ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და მან. იხილეთ სრულად