
20 წლის უკრაინელი მოდელი მარია კოვალჩუკი, რომელიც მარტის დასაწყისში დუბაიში გაუჩინარდა, 19 მარტს, მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში იპოვეს. როგორც შემდგომ გაირკვა მარია გამვლელებმა, წინა დღეს, გზის პირას ნახეს. გოგონა ოჯახს რვა დღის განმავლობაში არ დაჰკავშირებია.
რუსული პროპაგანდისტული "ტელეგრამის" არხის SHOT-ის თანახმად, მარიამ 20 წლის იუბილე 9 მარტს აღნიშნა. იგი წვეულებაზე წავიდა, სადაც შეიხებმა უმასპინძლეს. მეორე დღეს გოგონამ დედას დაურეკა და უთხრა, რომ ორ უცნობ ადამიანთან ერთად აპირებდა სასტუმროში დარჩენას. მარიას დედა ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს გოგონას დაბნეული ჩანდა და ხმა უკანკალებდა, თითქოს არ იყო დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი დაიკარგა.
ახლობლები შეშფოთდნენ, როდესაც მარიამ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა შეწყვიტა. ისინი მეგობრებისა და სამართალდამცავების მეშვეობით ცდილობდნენ მისი ადგილსამყოფლის გარკვევას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რვა დღის შემდეგ, გოგონა გზის პირას იპოვეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს ხელ-ფეხის და ხერხემლის არეში. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ოთხი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა მარია ვერ მოძრაობს - მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებს, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობს. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
ახლობლები აღშფოთებული არიან მომხდარით. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მარია სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, რომელსაც რამდენიმე დღე აუპატიურებდნენ და შემდეგ გზაზე დააგდეს.
მარია კოვალჩუკი დუბაიში 15 თებერვალს ჩავიდა. იქ მუშაობდა მოდელად, იღებდა ვიდეოებს OnlyFans-ისთვის და მონაწილეობდა პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკისადმი მიძღვნილ კამპანიაში - "ბორის მშვიდობისთვის!" რუსეთში მას "ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს. იხილეთ სრულად
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
20 წლის უკრაინელი მოდელი მარია კოვალჩუკი, რომელიც მარტის დასაწყისში დუბაიში გაუჩინარდა, 19 მარტს, მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში იპოვეს. როგორც შემდგომ გაირკვა მარია გამვლელებმა, წინა დღეს, გზის პირას ნახეს. გოგონა ოჯახს რვა დღის განმავლობაში არ დაჰკავშირებია.
რუსული პროპაგანდისტული "ტელეგრამის" არხის SHOT-ის თანახმად, მარიამ 20 წლის იუბილე 9 მარტს აღნიშნა. იგი წვეულებაზე წავიდა, სადაც შეიხებმა უმასპინძლეს. მეორე დღეს გოგონამ დედას დაურეკა და უთხრა, რომ ორ უცნობ ადამიანთან ერთად აპირებდა სასტუმროში დარჩენას. მარიას დედა ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს გოგონას დაბნეული ჩანდა და ხმა უკანკალებდა, თითქოს არ იყო დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი დაიკარგა.
ახლობლები შეშფოთდნენ, როდესაც მარიამ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა შეწყვიტა. ისინი მეგობრებისა და სამართალდამცავების მეშვეობით ცდილობდნენ მისი ადგილსამყოფლის გარკვევას.
რვა დღის შემდეგ, გოგონა გზის პირას იპოვეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს ხელ-ფეხის და ხერხემლის არეში. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ოთხი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა მარია ვერ მოძრაობს - მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებს, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობს. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
ახლობლები აღშფოთებული არიან მომხდარით. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მარია სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, რომელსაც რამდენიმე დღე აუპატიურებდნენ და შემდეგ გზაზე დააგდეს.
მარია კოვალჩუკი დუბაიში 15 თებერვალს ჩავიდა. იქ მუშაობდა მოდელად, იღებდა ვიდეოებს OnlyFans-ისთვის და მონაწილეობდა პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკისადმი მიძღვნილ კამპანიაში - "ბორის მშვიდობისთვის!" რუსეთში მას "ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარები
(0)