მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ისევ ფინეთია - რა პოზიციას იკავებს საქართველო რეიტინგში
Gallup World Poll-მა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ მონაცემები Oxford Wellbeing Research Centre-თან, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელსა და სარედაქციო კოლეგიასთან ერთად შეაჯამა.
მათ გამოჰკითხეს 140-ზე მეტი ქვეყნის მკვიდრი და ბედნიერების ინდექსი გამოთვალეს. გამოკითხვაში თითოეულ მონაწილეს სთხოვს, შეეფასებინათ მათი ცხოვრება მთლიანობაში.
ანგარიში განიხილავს ექვს ძირითად ნიშნულს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლება, კეთილშობილება და კორუფციის აღქმა.
უკვე ზედიზედ რვა წელია ფინეთი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, აშშ-მ დრამატული ვარდნა განიცადა - ბოლო რამდენიმე წელია ის ოცეულში ხვდებოდა, 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა - 24-ე ადგილზე გადაინაცვლა.
„დღევანდელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ნაკლებ მხარდაჭერას გრძნობენ მეგობრებისა და ოჯახის მხრიდან, ნაკლებ თავისუფლებას ცხოვრებაში და ნაკლებ ოპტიმიზმს,“ - ამბობს კვლევის თანაავტორი.
სად არის რეიტინგში საქართველო?
მოხსენებაში ასევე ჩამოთვლილია სამი ქვეყანა, რომლებშიც 2012 წლის შემდეგ ბედნიერების ინდექსი გაუმჯობესდა.
სერბეთი 31-ე ადგილზე; ბულგარეთი 81-ე ადგილზე და საქართველო 91-ე პოზიციაზე.
2020 წელს საქართველო 108-ე ადგილს იკავებდა, თუმცა მას შემდეგ პოზიცია გაიუმჯობესა და 2022 წელს 90-ე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგში.
მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველომ ერთი პოზიციით უკან დაიხია, კვლევის ავტორები ვითარების გაუმჯობესების ტენდენციას ხედავენ.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნები
ფინეთი უკვე მერვე წელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. როდესაც საქმე ბედნიერებას ეხება, სკანდინავიური ქვეყნები აშკარად ბევრ რამეს სწორად აკეთებენ.
„სკანდინავიური ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი, კვლავაც სარგებლობენ საყოველთაო და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემებით. ასევე დაბალია სიმდიდრის უთანასწორობა“, - თქვა Gallup-ის მმართველმა დირექტორმა, ილანა რონ-ლევიმ.
პირველი 4 ადგილი ფინეთმა, დანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა გაინაწილეს. ნორვეგია კი მე-7 ადგილზეა.
2025 წლის ანგარიშის ათეულში პირველად მოხვდნენ ლათინური ამერიკის ორი ქვეყანა: კოსტა რიკა (მე-6) და მექსიკა (მე-10). ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, ისრაელი და ლუქსემბურგი. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარები
(1)
შედეგი დაიდო.საქართველო 91-ე ადგილზეა.)